Total Pageviews

Friday, April 27, 2012

ქალაქები

ნიუ-იორკი (ინგლ.: New York [nʲuːˈjɔːɹk]) — ქალაქი ამერიკის შეერთებულ შტატებში, შტატ ნიუ-იორკში. 8 მილიონზე მეტი მცხოვრებით (830 კმ²-ზე) იგი ამერიკის ყველაზე დიდი და ჩრდილოეთ ამერიკის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქია.[1][2][3] მის აგლომერაციაში 22 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. ქალაქის ამავე სახელწოდების შტატისგან განსასხვავებლად მას «ნიუ იორკ სიტი»-ს უწოდებენ. ქალაქის მეტსახელია «დიდი ვაშლი» (ინგლ.: „Big Apple“)

ნიუ-იორკი საერთაშორისო ფინანსების, პოლიტიკის, გართობისა და კულტურის ცენტრია და მსოფლიოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გლობალურ ქალაქთაგანია მუზეუმთა, გალერეათა, სამხატვრო-საშემსრულებლო დაწესებულებათა, უმაღლეს სასწავლებელთა, მედიის, საერთაშორისო კორპორაციათა და საფინანსო ბაზართა შეუდარებელი რაოდენობით. აქ მდებარეობს გაეროს მსოფლიო შტაბ-ბინა.

ქალაქის ფარგლებში ხუთი რაიონია (ძვ. სტილით საგრაფო): ბრონქსი, ბრუკლინი, მანჰეტენი, კუინზი და სტეიტენ-აილენდი. ამ უკანასკნელის გარდა ყველა რაიონში მილიონზე მეტი მცხოვრებია და ცალ-ცალკე აშშ-ის სხვა უდიდეს ქალაქებს გაუსწორდებოდა.

ნიუ-იორკი ყოველწლიურად უდიდესი რაოდენობის იმიგრანტებს იზიდავს მსოფლიოს 180 ქვეყნიდან, ისევე როგორც მთელი აშშ-დან, რომელნიც ქალაქში მისი კულტურის, ენერგიის, კოსმოპოლიტიზმისა და ეკონომიურ შესაძლებლობათა გამო ჩამოდიან. ნიუ-იორკი ამჟამად უდიდეს ამერიკულ ქალაქთა შორის კრიმინალის ყველაზე დაბალი დონით გამოირჩევა.

ნიუ იორკი ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქია მსოფლიოში


ლონდონი (ინგლ.: London [ˈlʌndən]) — დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქი. მდებარეობს მდინარე ტემზაზე, სამხრეთ-აღმოსავლეთ ინგლისში. ქალაქის სრული მოსახლეობა შეადგენს 7.385.575 ადამიანს, აქედან 2.700.000 შიდა ლონდონში ცხოვრობს, აგლომერაციაში კი — 10.645.800 ადამიანი (2005 წლის 10 ივნისი).

ქალაქის ისტორია იწყება რომაელების მიერ ლონდონიუმის დაარსებით. ლონდონის ისტორიული ცენტრია „სიტი“, დაახლოებით XIX საუკუნიდან ლონდონს ეკუთვნის არა მარტო სიტის, არამედ მის გარშემო არსებული დასახლებებიც. 1965 წლის 1 აპრილს დაარსდა "დიდი ლონდონი". ლონდონმა ორჯერ უმასპინძლა ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს, 2012 წელს იგეგმება ოლიმპიური თამაშების მესამედ ჩატარება.

No comments:

Post a Comment